პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია "დაბოღმილია", ხოლო ხალხი - გახარებული

პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია დაბოღმილი და სასოწარკვეთილია. მისი თქმით, ეს არის ოპოზიციის საბოლოო დამარცხების სია. 

"რაც შეეხება ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ოცეულს - თქვენ ნახეთ ოპოზიცია, მათი მხარდამჭერი NGO-ები რა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ და ბოღმის გარდა ვეღარაფერი ვეღარ თქვეს ამ სიასთან დაკავშირებით. თვითონ ხვდებიან, ეს არის მათი საბოლოო დამარცხების სია, სია, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

ჩვენ ვნახეთ ხალხის რეაქცია, მათ შორის გაუხარდათ, რომ ჩვენი ლეგენდები არიან პირველ ოცეულში, გაუხარდათ ის, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 10 სექტემბერს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომლის სათავეშიც პა ბიძინა ივანიშვილია. სიაში არიან,  სპორტსმენები - გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.

მეტის ნახვა