პრეზიდენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საკითხი პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა, რომელიც განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა.

"გვაქვს მომართვა, ვეტო, რომელიც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებას გენდერულ კვოტების საკითხთან დაკავშირებით, შემოვიდა ვეტო, რომელსაც გადავცემთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შესაბამისად განიხილავს კომიტეტი შემდეგ პლენარული სხდომაზე", თქვა პაპუაშვილმა მედიასთან.

პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა. ინიციატივის ავტორი "გირჩი" იყო და პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მეტის ნახვა