შტატების უმკაცრესი გზავნილები და ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები

შეერთებული შტატები ტონს კიდევ უფრო ამკაცრებს. „საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია“ - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი აკეთებს. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მაიკლ კარპენტერი ივანიშვილის გუნდის  ბოლოდროინდელ ქმედებებს ანტიდემოკრატიულად აფასებს და ღიად ამბობს, რომ საგარეო კურსის ცვლილება და მმართველი პარტიის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება უპასუხოდ არ დარჩება. ის ასევე ხაზს უსვამს ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ამერიკა ახლოდან დააკვირდება კენჭისყრის პროცესს. პარტნიორების კრიტიკულ გზავნილს ადგილობრივ დონეზე ქართულ ოცნებაში არ აფასებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ განცხადებები ადეკვატური, ხისტი და მკაფიოა. 

მეტის ნახვა