სკანდალური ცვლილებები კანონში | შეფასებები

სკანდალური ცვლილებები კანონში, რომელიც დღეს პოლიტიკური გახილვის საგანი გახდა. მოძრაობა „აირჩიე ევროპა-მ“ გაარკვია, რომ კანონმდებლებმა მაისში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში  შეიტანეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციულ ბიუროს განუსაზღვრელი უფლებები მიენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერს დაქვემდებარებულ უწყებას უკვე შეუძლია გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის შესახებ. მმართველი პარტიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მდგომარეობას. პრემიერი ამტკიცებს, რომ ცვლილებები ახლა არ მიღებულა და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" "კოლექტიური ნაცმოძრაობის" სასარგებლო აგიტაციას აწარმოებს. ირაკლი კობახიძე ასევე ამბობს, რომ  პარტიების არალეგალური დაფინანსების ნიშნები იკვეთება, რისი გამოკვლევაც სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს ევალება. ადგილობრივ დონეზე „ქართულ ოცნებაში“ კომენტარი არც დღეს გააკეთეს. ადგილობრივ ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ანტიკორუფციული ბიუროსთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილებების მინიჭება ემსახურება ხელისუფლების სურვილს, დასაჯოს მის წინააღმდეგ გაჟღერებული კრიტიკული აზრი და შეინარჩუნოს ძალაუფლება. 

მეტის ნახვა