ახალი ამბები • 1701337917
სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების თანაცხოვრება ერთ ქალაქში
ბათუმი მულტიკულტურული ქალაქია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ. ეს მრავალფეროვნება კი ქალაქის კულტურაზე, პოლიტიკაზე, ვაჭრობაზე, არქიტექტურასა და რელიგიაზეც აისახა.
შერეული რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების თანაცხოვრება, ამ ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილია. ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ საქართველო მულტირელიგიური სახელმწიფოა და ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ერთ კვარდატულ კილომეტრში ქრისტიანული ეკლესიის გვერდით მეჩეთი, სინაგოგა და სომხური სამოციქულო ეკლესია დგას, სადაც შიიტები და სუნიტები ერთ სივრცეში ლოცულობენ, აქ, შეიძლება იყო ეროვნებით ქართველი, თუმცა სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს წარმოადგენდე.
როგორია სხვადასხვა რელიგიური მრწამსისა და აღმსარებლობის ადამიანების თანაცხოვრება ერთ ქალაქში? ქრისტიანები, მუსლიმები და კათოლიკეები ისტორიებით ბათუმიდან.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221