ახალი ამბები • 1735227842
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ახალ გუნდში გადავიდა
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა, კაძუიოსი მიურამ ახალი კონტრაქტი გააფორმა. Japan Times-ის ცნობით, იაპონელმა თავდამსხმელმა „იოკოჰამასთან“ არსებული ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რომლის ღირსებასაც 2005 წლიდან იცავს.
ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგი „იოკოჰამამ“ 54 წლის მიურა ერთი წლით „სუძუკა პოინტ გეტერსში“ გაანათხოვრა, რომლის მთავარი მწვრთნელიც კაძუიოსი მიურას უფროსი ძმა - იასუტოსი მიურაა.
2020 წლის 23 სექტემბერს კაძუიოსი მიურა ისტორიაში შევიდა, როდესაც პროფესიული საფეხბურთო მატჩის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე გახდა - მან „კავასაკი ფრონტალესთან“ მატჩში „იოკოჰამას“ რიგებში მოედანზე 53 წუთი გაატარა.
მიურას პროფესიული კარიერა 1986 წელს დაიწყო, სხვადასხვა დროს მას ბრაზილიურ „პალმეირასსა“ და „სანტოსში“ უთამაშია. 1990-იან წლებში მიურა ევროპაში თამაშობდა, სადაც „ჯენოას“ და „ზაგრების“ რიგებში ასპარეზობდა, კარიერის ძირითადი ნაწილი კი სამშობლოში გაატარა.
26 თებერვალს კაძუიოსი მიურას 55 წელი შეუსრულდება.
1728455482
1727447820