თურქული ბეშიქთაშის თვითმფრინავს მეხი დაეცა

ფეხბურთი

თურქული „ბეშიქთაშის“ თვითმფრინავმა საქართველომდე ვერ ჩამოაღწია: მას მეხი დაეცა.კლუბი ბათუმში, ისრაელის „ჰაპოელთან“ გასამართ მატჩზე მოემგზავრებოდა, თუმცა ჭექა-ქუხილის გამო ეკიპაჟმა თურქეთის ქალაქ რიზეში იძულებითი დაშვება განახორციელა. გუნდმა გზა ავტობუსით განაგრძო და დაახლოებით 130 კილომეტრი გაიარა. მომხდარის გამო მატჩისწინა პრესკონფერენციისა და ვარჯიშის გაუქმება გახდა საჭირო.ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დაახლოებით 20 ათასი ბილეთია გაყიდული, რომელთა უმრავლესობა თურქმა ფანებმა შეიძინეს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მეტის ნახვა