ახალი ამბები • 1750317090
როგორ მოვიშოროთ ღაბაბი სწრაფად? - სცადეთ მარტივი სავარჯიშოები
ეს საინტერესოა
1664445599

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავის მოვლის პროდუქტებზე, ბევრი ფულის დახარჯვა გვჭირდება. სინამდვილეში, არსებობს უამრავი იაფი ალტერნატივა, რომელიც სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
თუ თქვენ პრობლემური ღაბაბი გაქვთ, სცადეთ ეს მარტივი სავარჯიშო:
- გაასწორეთ ხერხემალი, გადაწიეთ თავი უკან და ჭერისკენ აიხედეთ.
- დახურეთ პირი და დააწექით ქვედა ყბას, მანამ, სანამ ნიკაპის ქვეშ დაჭიმულობას არ იგრძნობთ.
- ამ პოზიციაში გაჩერდით 10 წამის განმავლობაში.
- შემდეგ თავი გაასწორეთ.
- გაიმეორეთ მოძრაობა 10-ჯერ, ყოველდღიურად.
ან
- გაასწორეთ ხერხემალი, გადაწიეთ თავი უკან და ჭერისკენ აიხედეთ.
- დახურეთ პირი და თავი მარჯვენა მხარეს გადაწიეთ.
- გაასრიალეთ ქვედა ყბა წინა მიმართულებით (რამდენიმე მილიმეტრი, მხოლოდ კუნთების დაჭიმვაც კი სრულად საკმარისია).
- ამ პოზიციაში გაჩერდით 10 წამის განმავლობაში.
- შემდეგ თავი გაასწორეთ.
- გაიმეორეთ იგივე მოძრაობა, ამჯერად თავი მარცხნივ გადაწიეთ.
- გაიმეორეთ მოძრაობა 10-ჯერ, ყოველდღიურად.
წყარო: TREND.GE

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა