ახალი ამბები • 1656305800
ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება
ტურიზმი
1651223892
ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება. ვილნიუსის შემდეგ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლები ესტონელ ტუროპერატორებს შეხვდნენ.
ტალინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე ადგილობრივი და ქართული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები ჩატარდა.
ესტონეთი აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესება რეგიონის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება.

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა