ახალი ამბები • 1756410394
"განდაგანა" - ბათუმმა სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლა
ტურიზმი
1669026417
„განდაგანა“ - ბათუმმა სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლა. პოპულარული ღონისძიება, ტრადიციულად, ევროპის მოედანზე გაიმართა. აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი, დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იყო წარმოდგენილი. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში.
მთავარი თემა აჭარული ნაქარგობები იყო. ფესტივალს მუსიკალურად ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ზვიად ბოლქვაძე და ბენდი აფორმებდნენ. საღამო დიჯეიმ დაასრულა.
„განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად მოგზაურობის სტიმულირებაა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა