აჭარაში, 124 კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა - მათგან 38 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

კოვიდი აჭარაში

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღეის მდგომარეობით, რეგიონის კოვიდ კლინიკებშია 511 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროშია 265 ადამიანი.

ამ ეტაპზე, აჭარაში, 124 მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 38 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 3 988 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მეტის ნახვა