ახალი ამბები • 1752267330
აჭარაში COVID19-ს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორია ეპიდვითარება რეგიონში
კორონავირუსი
1642232653

ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში საგანგაშოა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული ინფიცირებულთა რაოდენობა 557-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, მკურნალობას რეგიონში 3 828 პაციენტი გადის. მათგან:
- COVID კლინიკებში - 576
- COVID სასტუმროებში - 555
- ონლაინ კლინიკაში - 2 697
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID19-ით 5 381 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 30 გარდაიცვალა.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა