აჭარაში, კოვიდით 6 ადამიანი გარდაიცვალა - ეპიდსიტუაცია რეგიონში

კოვიდი აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა ინფიცირების 474 ახალი შემთხვევა.

უწყების ცნობით, გუშინ, 6 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 117 პირი.

ამ ეტაპზე, 2 741 მოქალაქე მკურნალობს: Covid კლინიკებში - 606, Covid სასტუმროებში - 406, ონლაინ კლინიკაში - 1 729", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში, 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. დადასტურდა კოვიდის 2 953 ახალი შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, "ომიკრონის" 816 შემთხვევაა.

მეტის ნახვა