აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 70%-ზე მეტი

სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შუახევის განყოფილების ხელმძღვანელთან, ფიქრია ჯუმუშაძესთან ერთად, ჭვანის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

როგორც შუახევის მერმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესი მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, ბოლო პერიოდში მომართვიანობა გაოთხმაგებულია, რაც სამთავრობო გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

ამ დროისთვის 66% პროცენტია აცრილი და კვლავ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას, რომ სამიზნე მაჩვენებელი სრულად ავცრათ.

,,აცრები არასოდეს ყოფილა საზიანო და მეც ჩემივე ჯანმრთელობის მოსაფრთხილებლად ავიცერი"- აღნიშნა სოფელ ჭვანის უხუცესმა, გიგლა ამაღლობელმა.

აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 70%-ზე მეტი.

მეტის ნახვა