ახალი ამბები • 1756410394
ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსი
1661242594

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდში კორონავირუსისგან 12 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 74 171 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.98%.
წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 766 პირი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა