ახალი ამბები • 1713892399
Covid 19-ის დასასრული ახლოვდება - ჯანმო
"Covid 19-ის დასასრული ახლოვდება" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საუბრობს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ტედროს ადანუმ გებრეისუსმა ჟურნალისტებთან ონლაინ-პრესკონფერენციაზე განაცხადა, "მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად" და მოუწოდა ქვეყნებს, გააგრძელონ ბრძოლა იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელსაც ექვს მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
"ჩვენ ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს" - თქვა მან.
Reuters წერს, რომ ეს იყო ტედროს ადანომ გებრეისუსის მიერ 2020 წლის მარტის შემდეგ გაკეთებული პირველი ყველაზე ოპტიმისტური კომენტარი.
აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ გამოქვეყნდება. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემცირება და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.
1711347478
1711015419
1710332573