Covid-19, როგორც პანდემია, წელს დასრულდება - ჯანმო

ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრიუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია წელს დასრულდება.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ Covid-19 დამთავრდება როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის წინაშე არსებული საფრთხე - და როგორც პანდემია", - თქვა ტედროს გებრიუსუსმა.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ პანდემიისგან გარკვეული დასკვნები გამოიტანოს, რათა შემდეგი პანდემიების დროს გლობალური პანიკა აღარ განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მეტის ნახვა