"ძირითადად ახალგაზრდები არიან" - "ომიკრონით" ინფიცირებულთა პირველადი კვლევის შედეგები

ბოლო მონაცემებით, საქართველოში, "ომიკრონის" 951 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, სპეციალისტებმა მათგან 621 ადამიანის შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს.

„მათი საშუალო ასაკი 32,9 წელია. ანუ, ძირითადად ახალგაზრდები არიან. აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლები. 5 წლამდე ასაკის გახლდათ 13, მათ შორის 6 თვემდე 3 ბავშვი. შემთხვევათა 83% საქართველოს მოქალაქეებში დაფიქსირდა“, - თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ 621 შემთხვევიდან 11 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 7 მათგანი უკვე გაწერილია, 4 კი კლინიკებში რჩება. ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია არცერთ მათგანს დასჭირდა. გამყრელიძე ამბობს, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა.

შეგახსენებთ, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 1000-ს უახლოვდება. იგი პირველად, 20 დეკემბერს გამოვლინდა.

მეტის ნახვა