გვაქვს ინსტრუმენტები, რათა COVID-19-ის პანდემია წელს დავასრულოთ - ჯანმოს დირექტორი

ტედროს ადანუმ გებრეისუსი

მთავრობებისთვის ხელმისაწვდომმა ინსტრუმენტებმა შესაძლებელი უნდა გახადონ COVID-19 პანდემიის წელს დასრულება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ თვეში, მთელ მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვალებისა და შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, მის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რათა დავასრულოთ COVID-19 პანდემია წელს“ , - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

5 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში, მთლიანობაში, დაფიქსირდა Covid-ის 754 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 6.8 მილიონზე მეტი გარდაცვალება.

მეტის ნახვა