ახალი ამბები • 1713386259
ქორწილი რეგულაციების დარღვევით
ქორწილი კოვიდ რეგულაციების დარღვევითა და პოლიტიკოსების მონაწილეობით. გუშინ, ბათუმში ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის წვეულება გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. „მიშა მაგარია“ - ამ სიმღერის ფონზე ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად ოჯახის ახლობლებიც ქეიფობდნენ. ღონისძიება სოციალურ ქსელის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა, შრომის ინსპექციას ფაქტზე, ამ დრომდე, რეაგირება არ მოუხდენია. „TV25“ ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და შრომის ინსპექციის სამსახურის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ცნობისთვის, ოპოზიცია მსგავსი ფაქტების გამო, ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქორწილის, ქელეხისა და სხვა ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალულია.
1712907949
1712849156
1712682123
1711347478
1711015419
1710332573