ახალი ამბები • 1748595600
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის ახალი შტამისგან? - ივანე ჩხაიძის განმარტება
კორონავირუსი
1673862256
„ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტზე ისაუბრა „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმაც. ივანე ჩხაიძის განმარტებით, მათ, ვინც კოვიდი 2022 წლის ივლისამდე გადაიტანეს, ვირუსის მიმართ მდგრადობა ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ.
პროფესორის თქმით, მუტირებული ფორმისგან დაცვა უფრო მაღალია თუ კი პირი აცრილია ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან სექტემბრის შემდეგ აქვს გაკეთებული „ბუსტერ“ დოზა. სპეციალისტის შეფასებით, ე.წ. კრაკენს არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა და სისუსტე, ასევე, არ მოქმედებს ფილტვებზე.

ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს
1746602495

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა