ცნობილია, რამდენი ადამიანი დაინფიცირდა Covid-19-ით ბოლო ერთ წელში

კოვიდი

საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა. მაჩვენებელი 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში არსებულ სურათს ასახავს. სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ოპოზიციონერი დეპუტატს, რომან გოცირიძეს NCDC-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ფარგლებში მიაწოდა.

თუმცა, მათ დეპუტატს არ გაუზიარეს მონაცემები კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ.

"აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში COVID-19 დადასტურებული შემთხვევები არის 86 728.გარდაცვალების აღრიცხვა პანდემიის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ მიმდინარეობს სტანდარტულ ფორმატში (არა ოპერატიულ რეჟიმში) და 2023 წლის გარდაცვალება სიკვდილის მიზეზების მიხედვით ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო წლის ივნისის თვიდან", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლისა ეროვნულმა ცენტრმა კოვიდ-სტატისტიკის გამოქვეყნება 2022 წლის 1 ოქტომბერს შეწყვიტა და ამ ნაბიჯით ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა.

მეტის ნახვა