#1, #1ა, #8 და #11 მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება - ინფორმაცია მგზავრებისთვის

ავტობუსი

ფოტო: ბათუმის ავტოტრანსპორტი

#1, #1ა, #8 და #11 მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება. ინფორმაციას "ბათუმის ავტოტრანსპორტი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მიზეზი ლეონიძისა და შავშეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა.

"ლეონიძისა და შავშეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით იცვლება მიმართულება შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1, #1ა, #8 და #11.

სამუშაოების დასრულებამდე #1 და #1ა ლეონიძის ქუჩის ნაცვლად გაივლის გენ. ასლან აბაშიძის, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩებს, ხოლო სამარშრუტო ხაზი #8 ლეონიძის ქუჩის ნაწილის გავლის შემდეგ გადადის ხახულის, ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, #11 სამარშრუტო ხაზი, შავშეთის ქუჩის ნაცვლად მოძრაობას განაგრძობს ანდრონიკაშვილის, სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების გავლით.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ბათუმის ავტოტრანსპორტის ცხელ ხაზზე: (0422) 24 76 76", - ნათქვამია განცხადებაში.

მეტის ნახვა