ახალი ამბები • 1756410394
12 წელი გზის გარეშე - რა სირთულეების წინაშე დგანან ჩაქვის ჩაისუბანში მცხოვრებლები
საზოგადოება
1718127039
12 წელი გზის გარეშე. გიყვებით სოფელ ჩაქვის ჩაისუბანში მცხოვრებლების პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოაგვარა. გზა იმდენად ამორტიზებულია, რომ სოფელში სამარშრუტო მიკროავტობუსიც არ დადის. მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ყოველდღიურად 3 კილომეტრის ფეხით გავლა უწევს. სიტუაცია განსაკუთრებით უამინდობისას მძიმდება, როცა გადაადგილებას ვერც მსუბუქი ავტომობილებით ახერხებენ.სოფელი, ფაქტობრივად, გარე სამყაროს წყდება. ადგილობირვები ჰყვებიან, რომ ქობულეთის მერიას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა