ახალი ამბები • 1769693544
12 წლის მოზარდი დედა გახდა
საზოგადოება
1669230137
12 წლის მოზარდი დედა გახდა. გოგომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა. არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.
ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ორსულის ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია. არსებული ინფორმაციით, დედაც და ნაყოფიც თავს კარგად გრძნობენ.
როგორც ცნობილია, 12 წლის გოგომ ბავშვი მისივე მეგობრისგან გააჩინა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. დაკითხეს თავად ფეხმძიმე მოზარდიც. გოგოს ოჯახი საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.
ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში დაკითხვები გრძელდება.
მეტის ნახვა






















