2023 წელს, საქართველოში 723 ქალზე იძალადეს | შსს-ს სტატისტიკა

ოჯახში ძალადობა

2023 წელს, საქართველოში 723 ქალზე იძალადეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში ვკითხულობთ.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ შემთხვევათა უმეტესობა - 394 ფაქტი, თბილისში დაფიქსირდა. შემდეგია აჭარა 99 ფაქტით, შემდეგ ქვემო ქართლი 72 შემთხვევით.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, სტატისტიკა ასე გამოიყურება: 

<13 - 4 ფაქტი;

14-17 - 30;

18-24 - 118;

25-44 - 449;

45-60 - 103;

>61 - 19.

ძალადობის სახეებს შორის ჭარბობს ფსიქოლოგიური ძალადობა - 746 ფაქტით. მას მოსდევს ფიზიკური [129], სექსუალური [23], იძლება [20], ეკონომიკური [2], უგულებელყოფა [1].

მეტის ნახვა