ახალი ამბები • 1747046220
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
საზოგადოება
1679379424

21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წელს დაწესდა.
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. იგი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა