ახალი ამბები • 1752161969
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა
საზოგადოება
1679379693

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად აღინიშნება. მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ყოველ წელს 13 მილიონამდე ჰექტარი ტყე ნადგურდება მსოფლიოს მასშტაბით. ტყე გამოყოფს ჟანგბადს, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ეროზიისგან იცავს ნიადაგს, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურაზე, შთანთქავს ატმოსფეროში არსებულ რადიაქტიურ ნივთიერებებს.
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა