ახალი ამბები • 1756410394
21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა - რა როლი აქვს მედიას | ინტერვიუ ჟურნალისტებთან
საზოგადოება
1700566260
21 ნოემბერს ტელევიზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი 1996 წელს პირველ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე გაერომ დააწესა. 27 წლის წინ გადაწყდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ტელევიზიას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში და როგორი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს მასებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სხვადასხვა პლატფორმაზეა შესაძლებელი, ტელევიზია აქტუალობას მაინც არ კარგავს. მედია არსებით გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე და სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებაზე. თავისუფალი მედია უდრის თავისუფალ საზოგადოებას.
რა როლი აქვს მედიას და რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება სატელევიზიო სივრცეში - თემაზე ჟურნალისტები ნაზი რეხვიაშვილი და ნაზი ქობულაძე გვესაუბრნენ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა