ახალი ამბები • 1730207575
24 წლის გოგოს გატაცების საქმე | ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული ახალგაზრდა ქალი პოლიციამ გუშინ, დღის ბოლოს იპოვა. ოჯახის ინფორმაციით ამ დროისთვის შეიარაღებული გატაცებისა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის საქმეზე ორი პირია დაკავებული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს არ ადასტურებს. ოფიციალურად სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ცოტა ხნის წინ დატოვა გიუნელ გასანოვას მამამ სოფელ აფენის პოლიციის განყოფილება. მან პოლიციას გატაცებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებლებმა გოგო ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს, დევნის ოპერაციას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ახორციელებდა, თუმცა ბიძის მტკიცებით, მათ შეწყვიტეს დევნა, რადგან მანქანა ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა. ოჯახს ასევე აინტერესებს როგორ მოახერხეს გამტაცებლებმა გაქცევა, როცა პოლიციამ 24 წლის ქალს მიაგნო.
24 წლის გოგო, ოჯახის ცნობით, თელავის პოლიციის სამმართველოშია.
1729869469
1729863918
1726854943
1726726009