ახალი ამბები • 1756410394
26-28 ივლისს ბათუმი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმანსპინძლებს
საზოგადოება
1721843849
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ბათუმი წელს მე-17-ედ უმასპინძლებს. მუსიკალური ღონისძიება 26-28 ივლისის ჩათვლით, 3 დღის განმავლობაში ბათუმის ტენისის კორტებზე გაიმართება. 26 ივლისს,
ჯაზფესტივალს გახსნის 11 გრემის ჯილდოს მფლობელი ფილიპ ლასიტერი ბენდთან ერთად. 27 ივლისს კი მელომანების წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარსდგება. 28 ივლისს, ჯაზ ფესტივალი The Jacksons! ენერგიული შოუთი დასრულდება. ტრადიციული ღონისძიება „ისთერნ პრომოუშენის“ ორგანიზებით ტარდება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 80 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ბილეთების ფასი 80 ლარიდან იწყება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა