31 წელი სოხუმის დაცემიდან

31 წელი სოხუმის დაცემიდან. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, სამხედრო კონფლიქტმა 10-დან 30 ათასამდე ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა.

ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შინაგანი ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა. შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა შინაგანი ჯარის დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს.

 

საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარეს. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად კი, კონფლიქტი ისევ მოუგვარებელია.

მეტის ნახვა