ახალი ამბები • 1728566105
4 ოქტომბერს, ბათუმში საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება
4 ოქტომბერს, ბათუმში საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია პარალელურად გაიმართება თბილისშიც. ორგანიზატორი ,,თომას ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრია’’.
კონფერენცია 1 ოქტომბერს თბილისში ,,ექსპო ჯორჯიას’’ პავილიონში, ხოლო 4 ოქტომბერს ბათუმში სასტუმრო ,,რუმსში’’ ჩატარდება.
ღონისძიებაზე ვორქშოპებს გამართავენ მოწვეული ექსპერტები ლატვიიდან, კერძოდ:
გუნარს ვალდმანისი: მკვლევარი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, ლატვიის კლიმატის და ანერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული ბაზრების დეპარტამენტის უფროსი.
გუნარს ვალდმანისის ვოკშოპის თემა:
ლატვიის ელექტროენერგეტიკული სისტემის მოწყობის სქემა, საკანონმდებლო ჩარჩოს რეგულირების არეალი და მისი რეალობაში დანერგვა;
ლაილა ზამიტე: ასოცირებული პროფესორი, წამყვანი მკვლევარი, რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკული ექსპერტი, ლატვიის ელექტროტექნიკური საბჭოს წევრი.
ლაილა ზამიტეს ვორკშოპის თემა:
ლატვია საბჭოთა მოდელიდან ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტებით მუშაობა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის
არტურს სმატს: ელექტროინჟინერიის გადამზადების ტრენინგ ცენტრის უფროსი.
აგნის ალკნის: მეთოდოლოგიის ლექტორი ტრენინგ ცენტრში.
არტურს სმატსისა სა აგნის ალკნის ვორკშოპის თემა:
ადამიანური რესურსების დეფიციტთან გამკლავება ტრენინგ ცენტრის დახმარებით, ველზე მომუშავე ელექტროენერგეტიკოსების გადამზადების მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარებად დინამიურ გარემოში.
ბათუმის კონფერენციაზე წარმოდგენილ საპრეზენტაციო თემებს რეგიონისთვის მტკივნეული და საინტერესო საკითხი - ბათუმის დინამიური აღმშენებლობის ფონზე რამდენად გამართულად და უსაფრთხოდ ხდება ელექტროენერგეტიკული ქსელის გამართვა, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ ახლადაშენებული კორპუსების ელექტროფიკაციის დროს დამკვეთები და როგორ და ვის მიერ უნდა ხდებოდეს აღნიშნული ობიექტების შემოწმება-ჩაბარების პროცედურები. აღნიშნულ თემაზე დამსწრე საზოგადოებას გამოცდილებას ლიტველი ექსპერტები გაუზიარებენ.
სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScb-6MkX5biMZBXBm_zrFUNltm26E4nV6EYrogX6Yv-Bnwvew/viewform
1728068947
1726854943
1726726009