4 წევრიანი ოჯახი 400 ლარის იმედად - ბოლქვაძეების მძიმე ყოველდღიურობა მაცნეში

სოციალურად დაუცველი ოჯახი  სიღატაკის ზღვარზე. ჩაქვში, მცხოვრები ბოლქვაძეები, სახელმწიფოს დახმარება სთხოვენ.  ყოველთვიურად, ოთხი ადამიანი, მხოლოდ  400 ლარის იმედადაა. მატერიალურ  სიდუხჭირეს, გაუსაძლისი  საცხოვრებელი პირობებიც ემატება. სახლი სადაც ახლა ცხოვრობენ, დაუსრულებელია.

პატარა ბარბარეს, ოცნებები მრავლად აქვს, თუმცა ახლა, რაც ყველაზე მეტად სურს, საბავშვო მაგიდა და სკამია. გვიყვება, რომ როგორც სხვებს თავადაც უნდა, რომ ლამაზი ოთახი და სახლი ჰქონდეს.

ბოლქვაძეების ოთხ წევრიანი ოჯახი რთულ პირობებში ცხოვრობს. შენობის ფანჯრები ამორტიზებულია. საცხოვრებლის მშენებლობა კი, დაუსრულებელია. ბოლქვაძეებს, ყველაზე მეტად, სუსხიანი ზამთრის გატარება გაუჭირდათ.

ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხება. მათი ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარს შეადგენს. მელანო ბოლქვაძის ქმარი, დამატებითი შემოსავლის გამოსამუშავებლად მუშაობას, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ახერხებს. სახელეწიფოსგან მიღებული ფინანსური დახმარება კი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მცხოვრებ ორსულს საკვების შესაძენადაც არ ჰყოფნის.

ხელისუფლებას დახმარების თხოვნით, არაერთხელ მიმართეს. სახელმწიფოს სახლისთვის სამშენებლო მასალები სთხოვა, თუმცა, როგორც გვიყვება, უარით გაისტუმრეს.

ბათუმის მერიაში, წერილობით განმარტეს, რომ მაშინ, როდესაც ბოლაქვაძეებმა დახმარება ითხოვეს ვაუჩერების გაცემა არ მიმდინარეობდა. გვითხრეს, რომ ოჯახმა სარემონტო მასალების ვაუჩერის მისაღებად, უწყებას 16 მაისიდან უნდა მიმართოს.

მეტის ნახვა