ახალი ამბები • 1746614340
72 წლის ასაკში, პუბლიცისტი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
საზოგადოება
1638774626

ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას, ტელე-რადიოკომიტეტში იყო რადიო გადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურის ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიასა და რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემები.
ტყემალაძე მრავალი ათეული წელი იყო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი.
იგი 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა