ახალი ამბები • 1769693544
აჭარის სატყეო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს
საზოგადოება
1685706778
აჭარის სატყეო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციას ჯუმბერ აბულაძე უხელმძღვანელებს. იგი, პოსტზე რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ წარადგინა.
აბულაძე პროფესიით სატყეო მეურნეობის ინჟინერია, მანამდე იგი სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და უწყებაში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს.
მეტის ნახვა






















