ახალი ამბები • 1756410394
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო
საზოგადოება
1659723732
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას მოიცავს. ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს.
შეხვედრის შემდეგ, ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფაროსანას წინააღმდეგ წამლობით ღონისძიებას გაეცნო. ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოგვაწოდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა