ახერხებთ თუ არა ფულადი დანაზოგის შექმნას? - გამოკითხვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში, საშუალო ხელფასი 1 800 ლარამდეა. ეს ოფიციალური რიცხვია, თუმცა ქუჩაში გამოკითულ მოქალაქეებს შორის რთულია აღმოაჩინო ადამიანი, რომელსაც ამ ოდენობის ანაზღაურება  აქვს. მაცნე დღეს დაინტერესდა, არსებული შემოსავლებით, რამდენად ახერხებენ ან ახერხებენ თუ არა საერთოდ ადამიანები თანხის დაზოგვას. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ფულის დაგროვება არ გამოსდის.

შესაძლოა „მაცნე“-ს გამოკითხვა ზუსტ სურათს ვერ იძლევა, თუმცა, როგორია ზოგადი ფონი და ტენდენცია, ამის დანახვა, ქუჩის გამოკითხვით ნამდვილად შეიძლება. ახერხებთ თუ არა ფულადი დანაზოგის გაკეთებას - ეს კითხვა 50-მდე მოქალაქეს დავუსვით. მათგან, 40-ზე მეტი ამბობს, რომ ამის რესურსი არ რჩება.

რატომ უჭირთ დასაქმებულ ადამიანებს, გადადონ ყოველთვიურად მცირეოდენი თანხა, კითხვის დასმა საჭირო არ არის. ეკონომიკური სიდუხჭირით დაღლილი მოსახლეობა, მიზეზებზე თავად საუბრობს. ეს გაძვირებული ცხოვრებაა, რომელსაც არსებული შემოსავლებით, ადამიანები ვერ წვდებიან.

დააგროვონ თანხა რაიმე მიზნისთვის, თუნდაც, დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის, შენაძენებისთვის, დიდი პრობლემაა. ფულის შენახვა უჭირთ ახალგაზრდებსაც. ისეთებსაც, ვისაც რამდენიმე სამსახური, ერთდროულად, აქვს შეთავსებული.

ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპონდენტებს შორის, სულ რამდენიმემ თქვა რომ დანაზოგის გაკეთება გამოსდის. დავინტერესდით, რამდენის გადადებას ახერხებენ, საშუალოდ, ყოველთვიურად.

რამდენად მძიმეა ადამაინების ეკონომიკური მდგომარეობა, ალბათ რთული მისახვედრი არ არის. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ იმითიც კმაყოფილი დარჩება, თუ კი მათი შემოსავალი სტაბილური იქნება და თვიდან თვემდე სამყოფი.

მეტის ნახვა