ახალი ამბები • 1751633470
ალბანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები 02:00 საათამდე იმუშავებს
საზოგადოება
1725964072

ალბანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები 02:00 საათამდე იმუშავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელბს.
"ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მოქალაქეებს კი ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა დღეს ქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა