"არა რუსულ კანონს" - ამ წუთებში ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციას იწყებენ

აქცია

"არა რუსულ კანონს" - ამ წუთებში ბათუმის  საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციას იწყებენ. ისინი ცენტრალური პარკის შესასვლელთან იკრიბებიან.

საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა გაფიცვა  გუშინაც მოაწყვეს.  მათ განაცხადეს, რომ ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიწვევს, პროტესტს არ შეწყვეტენ. 

დღეს, 15 მაისს, საღამოს 19:00 საათზე  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქციას სტუდენტები გამართავენ. 

მეტის ნახვა