ახალი ამბები • 1733997205
"არა რუსულ კანონს! კი ევროპას" - აქცია ბათუმში
აქციას უერთდება ბათუმიც. ევროპის მოედანზე ევროპული განათლებისთვის მებრძოლი სტუდენტები შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ე.წ. რუსული კანონის უკან გაწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. რა განცხადებები გაკეთდა ადგილზე, ვნახოთ რეპორტაჟი.
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას"- ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილები ე.წ აგენტების შესახებ კანონს დღესაც აპროტესტებენ. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი მათ ევროპულ მომავალს ართმევს. აქციის ორგანიზატორები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
მოედანზე დღეს, ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც იდენტური შინაარსის კანონს გასულ წელსაც აპროტესტებდნენ. მიაჩნიათ, რომ ე.წ რუსული კანონი საქართველოს არჩევანი არ არის. თქვეს, რომ ახლა იქ დგანან, სადაც უნდა იდგნენ,იმისთვის, რომ ქვეყნის გასაბჭოება არ მოხდეს.
აქციას მოქალაქეები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წევრები შეუერთდნენ. განაცხადეს, რომ ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად გრძელდება და იმედს იტოვებენ, რომ ე.წ. რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერისა და გუშინდელი დარბევა-დაკავებების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
„გაიწვიოს ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი“ - ეს დღევანდელი აქციის მთავარი სლოგანია. იმ შემთხვევაში თუკი, ხელისუფლება მოქალაქეებს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ახალგაზრდები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
1733990122
1728455482
1727447820