ახალი ამბები • 1756410394
აშშ-ში საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა...

სს
ამერიკაში მცხოვრები ქართველები სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებენ - ნიუ იორკში ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე გიორგი ხატიაშვილი.
"5 სექტემბერს ამერიკის იმიგრაციას გამოაკლდა ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდა, გიორგი ხატიაშვილი.
ის იყო უაღრესად პატიოსანი მშრომელი ახალგაზრდა, არა მწეველი, არა მსმელი, არა ნარკომანი, გიორგი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა, შემთხვევით ჩავარდა მეტროს ხაზში.გიორგის მეუღლე ორი არასრულწლოვანი შვილის აღზრდით არის დაკავებული, აქვს ენის ბარიერიც და ვერ მუშაობს. გთხოვთ ყველას, ვისაც რა შესაძლებლობა გაქვთ დავუდგეთ გვერდზე, დავეხმაროთ მორალურად და ფინანსურად გარდაცვლილის ოჯახს", - წერს ელენე ბერიძე, რომელიც დახმარების მსურველთათვის გარდაცვლილის მეუღლის სოფიო ნასყიდაშვილის ამერიკულ ნომერს აქვეყნებს: zelle:(929) 655-1642

1756113571