ახალი ამბები • 1756410394
46 წლის ქართველი მამაკაცი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს...

სს
2025 წლის აგვისტოში, ჰოლანდიაში, სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მამაკაცს ბრალი ედება ძალადობრივ გაუპატიურებასა და მისი მცდელობისთვის. ეჭვმიტანილი ქალაქში სამუშაოდ იყო ჩასული და ქალაქ ბუნსხოტენის მიგრანტთა დასახლებაში ცხოვრობდა. მის დაკავებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი გამოძიება, რომელშიც პოლიცია საზოგადოების დახმარებას აქტიურად იყენებდა.
საგამოძიებო მასალების თანახმად, დაახლოებით 12:00 საათზე, მამაკაცი ზაისტის გრენსვეგის ქუჩაზე, ჰოგ კანესთან, ქალს ისეთ მანძილზე მიუახლოვდა, რომ შეშინებულმა დახმარებისთვის ხმამაღლა ყვირილი დაიწყო, რის გამოც ბრალდებული გაიქცა. პროკურატურამ ეს ფაქტი ძალადობრივი გაუპატიურების მცდელობად შეაფასა.
დაახლოებით საათ ნახევრის შემდეგ, 13:30 საათზე, ეჭვმიტანილი პრინცესა მარიანელაანის ქუჩაზე მეორე ქალს აედევნა. ის ქალს ზაისტის ტყეში მიჰყვა, სადაც მასზე სექსუალურად იძალადა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მამაკაცი ტყეში გაიქცა და მიუხედავად ფართომასშტაბიანი ძებნისა, გაუჩინარდა.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ მიზანმიმართულად გაავრცელა ეჭვმიტანილის ამოსაცნობად ფოტო და ვიდეო მასალა, გამოძიება დაჩქარდა. პოლიციამ ეს ნაბიჯი "მძიმე საგამოძიებო საშუალებად“ შეაფასა. გავრცელებულმა კადრებმა შედეგი გამოიღო - სამართალდამცავებმა მრავალი მნიშვნელოვანი ცნობა მიიღეს, რამაც ისინი ბუნსხოტენში, მიგრანტთა დასახლებასთან მიიყვანა.
ეჭვმიტანილი, რომელიც სახლში, რომელშიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა, მომხდარიდან ერთ კვირაში, 21 აგვისტოს დააკავეს. ის პოლიციის მიერ გავრცელებული კადრებზე, მასთან ერთად მცხოვრებმა ადამიანებმა ამოიცნეს.

1756113571