ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა...

სს

სს

ადიგენში, სოფელ არალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა. "სამხრეთის კაქრიბჭის" ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. გარდაცვლილი ბიჭი საფეხბურთო გუნდ "ზარზმის აკადემიის" წევრი იყო. ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ..."10-მდე ბავშვი მოიყვანეს, ერთ-ერთ 15 წლის ბავშვს სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა. დანარჩენი ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია..." - განაცხადა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალაბერიძემ. 

მეტის ნახვა