ავტოსაგზაო შემთხვევას კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

პოლიცია

სოფელ გამარჯვების მიმდებარედ ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ადგილზე დაიღუპა 59 წლის კაცი.

ინციდენტის შედეგად დაშავდა სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

მეტის ნახვა