ახალი ამბები • 1756410394
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა სრულდება
საზოგადოება
1702038045
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დღეს სრულდება. დოკუმენტზე მოქალაქეები ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მსჯელობდნენ. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 365 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლება, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებებია.
ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად ბათუმის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა