ახალი ამბები • 1756410394
ბათუმის მწერალთა სახლში ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა
საზოგადოება
1660239008
ბათუმის მწერალთა სახლში ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა. პრეზენტაციას პროფესორის ოჯახის წევრები, ახლობლები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტარიელ ფუტკარაძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი იყო. მის სახელზეა 300-ზე მეტი ენათმეცნიერული ნაშრომი და 300-მდე პუბლიცისტური წერილი. მისივე რედაქტორობით 60-მდე მონოგრაფია და სამეცნიერო კრებულია გამოქვეყნებული. ფუტკარაძე გასულ წელს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიცოცხლე კორონავირუსმა იმსხვერპლა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა