ახალი ამბები • 1675409614
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ლუკა ასათიანის პორტრეტი გაიხსნა
საზოგადოება
1674640500
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ლუკა ასათიანის პორტრეტი გაიხსნა. ნამუშევარი, ბათუმელ მხატვარს, ელგუჯა ხაზარაძეს ეკუთვნის. ქალაქის პირველი არჩეული მერის პორტრეტი, ავტორმა, დღემდე მოღწეული ერთადერთი სურათის მიხედვით შექმნა. დღესვე, საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მერია ვალდებული იქნება, ყოველი წლის 25 იანვარს, ლუკა ასათიანისთვის მიძღვნილი ღონისძიება გამართოს.
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზი, უკვე ატარებს ლუკა ასათიანის სახელს. იგი, ბათუმის პირველი არჩეული ხელმძღვანელი იყო, რომლის სახელსაც, იმ დროისთვის, ქალაქში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება უკავშირდება. ლუკა ასათიანი, ბათუმს, 122 წლის წინ ხელმძღვანელობდა.

ბათუმში, დაუსრულებელ კორპუსში ხანძარია
1675185991

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
1675164609

შემზარავი შემთხვევა ბათუმში - ძაღლს ყელი...
1674479274

დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი...
1674194525
მეტის ნახვა