ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში, ავარიული სახლების ჩანაცვლება ოთხ მისამართზე დაიგეგმა - ჩამონათვალი
საზოგადოება
1669716710
ბათუმში, ავარიული სახლების ჩანაცვლება ოთხ მისამართზე დაიგეგმა. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. პროგრამის მიხედვით, შენობების დემონტაჟი სელიმ ხიმშიაშვილის 94-96 ნომერში, ასევე კახაბრის დასახლების 30 ნომერში, 26 მაისის ქუჩასა და შანხაის დასახლებაში განხორციელდება.
78 მილიონიანი პროექტით გათვალისწინებული სამუაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობას ერთი კომპანია იღებს. საკითხი ოპოზიციისთვის კრიტიკის საგანი გახდა. დეპუტატების შეფასებით, ტენდერში "ქართული ოცნების" შემომწირველი კომპანია გაიმარჯვებს, რაც კორუფციის ეჭვებს აჩენს.
მერიაში კი ამბობენ, რომ მცირე კომპანია ამ მასშტაბის პროექტს ვერ განახორციელებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა