ახალი ამბები • 1747046220
ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა
საზოგადოება
1718904237
ბათუმმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში აჭარაში, სხვადასხვა სფეროში მოქმედი 75 კომპანია მონაწილეობდა. წარდგენილი იყო 2000-ზე მეტი ვაკანსია. დაინტერესებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს, გასცნობოდნენ მათ პირობებს და შეთავაზებებს. ფორუმის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „თვითმოტივაციის როლი კარიერულ განვითარებაში“. ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. მას საქართველოს და აჭარის ჯანდაცვის მინისტრები დაესწრნენ.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა